fbpx

წესები და პირობები

 გადახდის პირობები

itplus.ge, თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს გადახდის პირობებს და წესებს . თუ არ არის განსაზღვრული გადახდის რომელიმე სხვა მეთოდი, პროდუქციის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს Visa, MasterCard. თუ გადახდის სასურველი მეთოდი არის ინვოისი, ინვოისების გადახდა ხდება შეთანხმებულ ვადაში. itplus.ge იტოვებს შეკვეთების გაუქმების ან უარყოფის უფლებას. itplus.ge  არ არის პასუხისმგებელი ფასთა სხვაობის, ტიპოგრაფიული ან სხვა სახის შეცდომებზე და იტოვებს უფლებას გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა, რომელიც წარმოიშობა ასეთი შეცდომებით.

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

  1. ჩვენი პოლიტიკა

კომპანია itplus პატივს სცემს თქვენს უფლებას, იყოთ ინფორმირებულნი შეგროვებასა და სხვა მოქმედებების შესახებ, რომლებიც უკავშირდება თქვენს პერსონალურ მონაცემებს. მონაცემების გამოყენებისას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოიყენება აუცილებლობის პრინციპი. მაშასადამე, თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება დაცული იქნება გონივრულ მინიმუმამდე და ამ მონაცემების გამოყენება არ უნდა აღემატებოდეს იმ მიზნებს, რომლისთვისაც მოხდა მათი შეგროვება ან/და დამუშავება.

ჩვენ არ მოვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მაშინ როცა მომსახურების მიწოდება შესაძლებელია ანონიმური მონაცემებით (როგორიცაა მარკეტინგული კვლევები, რომლებიც ახდენენ ჩვენი მომსახურების გაუმჯობესებას) ან სხვა საშუალებებით, რომლებიც აძლევს კომპანია itplus-ს თქვენი იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გარდა იმისა როცა ეს არის მკაცრად აუცილებელი ან კომპეტენტური საჯარო ხელისუფლების ან პოლიციის მოთხოვნა (მაგალითად, მონაცემთა ტრაფიკისა და IP მისამართის შემთხვევაში).

  1. პერსონალური მონაცემების გამოყენება და მისი მიზნები

თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია კომპანია itplus-ის მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან, მის მომსახურებასთან და პროდუქტის შეძენასთან. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე გამოყენებული იქნება სხვა ოპერაციების შესრულებისას ამ მიზნების ფარგლებში.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:

  1. ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით (ჩემი ანგარიში), იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ გამოგიგზავნოთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურები, კონკრეტულად მოთხოვნის შემთხევაში;
  2. დახმარების მოთხოვნის დროს შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია  კომპანია itplus-თან და პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან;
  3. პროდუქტის შეძენისას itplus-ზე, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (როგორიცაა პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო ბარათის ნომრები, საბანკო ანგარიში, საგადასახადო კოდი და ტელეფონის ნომერი) თქვენი შეკვეთის ფორმიდან მხოლოდ იმ პროდუქტის გაყიდვის მიზნებისთვის, რომელიც შეკვეთილია თქვენს მიერ;
  4. ტექნიკური დახმარების მოთხოვნისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია დათვალიერებასთან, ვებ-ბრაუზერის შეთავსებადობასთან და  itplus ვებ-გვერდების ნახვასა და ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით;
  5. ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია გამოსაყენებელი სამართლით.

თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით, როგორიცაა როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოითხოვს, რომ თავიდან იქნას აცილებული თაღლითობა

  1. მონაცემების შეგროვება და უსაფრთხოების ზომები

როდესაც იყენებთ itplus.ge-ს, ზოგიერთი პერსონალური მონაცემი შესაძლოა დამუშავდეს ავტომატურად (“Cookies” მეშვეობით), მაგალითად, ჩვენ ავტომატურად ვაგროვებთ მომხმარებლის IP მისამართებს და სხვა სახის ინფორმაციას, რომლებიც ეხება მომხმარებლის მონაცემთა ტრაფიკს და მომხმარებლების უპირატესობებს ამ ვებ-გვერდზე არსებული მომსახურების არჩევისას და იმ პროდუქტების შეძენისას, რომლებიც ხელმისაწვდომია მომსახურებით. ინფორმაცია და მონაცემი შეგროვებულია ავტომატურად და პირდაპირ ვებ-გვერდის მიერ, როგორც მისი ოპერატიული ფუნქციების ნაწილი. ეს ინფორმაცია და მონაცემი შემდეგში მუშავდება ერთიანად და ანონიმურად კომერციული მიზნებისთვის იმისთვის, რომ მოხდეს itplus.ge – ზე ხელმისაწვდომი მომსახურების გაუმჯობესება ვებ-გვერდის მომხმარებლების საჭიროებისა და უპირატესობისთვის.

მკაცრად მიზანშეწონილია, რომ თქვენი კომპიუტერი უზრუნველყოფილი იყოს პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობებით, რომლებიც დაიცავს ქსელის მონაცემთა გადაცემას/მიღებას (როგორიცაა ანტივირუსული სისტემა) და რომ, თქვენი ინტერნეტ მომსახურების მომწოდებელი მიიღებს შესაბამის ზომებს ქსელის მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოებისათვის (როგორიცაა, მაგალითად, Firewalls და ანტი-სპამ ფილტრაცია).

მიწოდების პირობები:

 ნებისმიერი შეკვეთის ტრანსპორტირების ღირებულება თანხმდება ოპერატორთან შეკვეთის დაფიქსირების შემდგომ, მიწოდების ვადები და პირობები დამოკიდებულია ქვეყნის მასშტაბით კონრეტულ ლოკაციაზე.

დაბრუნების პოლიტიკა

itplus.ge – ზე გაყიდული პროდუქციის, უკან დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში თუ გაყიდულ პროდუქტს, გაყიდვიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში, აღმოაჩნდება რაიმე სახის წუნი. სხვა შემთხვევაში პროდუქტი ექვემდებარება შეკეთებას ან შეცვლას.